სასწავლო პროექტის ავტორი
|
სახელი, გვარი
|
თამთა კამკამიძე
|
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
ქ. თბილისი
|
სკოლა
|
# 24
|
პროექტის მონახაზი
|
პროექტის დასახელება
|
პროექტის სრული დასახელება
|
პროექტის შინაარსი
|
ქაღალდის გამოყენება დღევანდელი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, თუმცაღა ბევრმა მოსწავლემ არ იცის თუ რა სირთულე ახლავს მის წარმოებას და სწორედ ეს განაპირობებს მათ მიერ ქაღალდის უდიერ გამოყენებას. ამ პრობლემამ გამიჩინა სურვილი აღნიშნული პროექტის დაგეგმვისა, რითაც შევძლებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ქაღალდის გადამუშავებასთან დაკავშირებით და ამავდროულად აღნიშნული თემით ხელი შეეწყობა მოსწავლეებში სამიზნე ენაზე დისკუსიების წარმართვას, ინფორმაციის მოძიებას, თანატოლებში კვლევის ჩატარებას და პრეზენტაციის მომზადებას .ანუ სტიმულირებას მოვახდენ მათ მიერ ინგლისური ენის ხშირ გამოყენებას საყოფაცხოვრებო სფეროში .
|
საგანი/საგნები
|
ინგლისური ენა
|
საფეხური/კლასი
|
მე-9 კლასი, საშ. საფეხური.
|
პროექტის განხორციელების დრო
ერთი თვე
|
პროექტის საფუძვლები
|
საგნობრივი სტანდარტები
|
უცხ.ს.III.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ) ყოფით თემებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა);
საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, მომავალი გეგმების, ინტერესებისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ;
უცხ.ს.III.16. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე;
მიმართავს მასწავლებელს, კლასელებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილ საჭიროებებთან დაკავშირებით;
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
განახორციელებს პროექტს;
გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.
|
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ:
გააკეთებენ დასკვნებს თუ როგორ გამოიყენონ ქაღალდი უფრო ეკონომიურად და შესაბამისად როგორ გაუფრთხილდნენ ტყეს. ისინი მოახდენენ ცვლილებას თანასკოლელთა ცნობიერებაში ქაღალდის მოხმარების თვალსაზრისით.
ჩაატარონ გამოკითხვას თუ რამდენად ხშირად იყენებენ მათივე თანატოლები ქაღალდს და ამ გამოკითხვაზე დაყრდნობით ააწყონ დიაგრამას.
ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
შეიმუშავებენ რეკომენდაციებს თუ როგორ მოაგროვონ გადასამუშავებელი ქაღალდი და შესაბამისად დაიცვან საკუთარი მომავალი და გარემო.
|
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
ზოგადი კითხვა
|
რა ნივთებია ჩვენი ყოველდღიური მოხმარების სიაში?
|
თემატური კითხვები
|
რისთვისა და რამდენად ხშირად ვიყენებთ ქაღალდს საყოფაცხოვრებო თუ საგანმანათლებლო სფეროში?
|
შინაარსობრივი კითხვები
|
როგორ და რისგან მზადდება ქაღალდი?
როგორ წარმოგიდგენიათ დედამიწა ხე-ტყის გარეშე? რა საფრთხეების წინაშე დავდგებით თუ ხე-ტყე გაიჩეხება?
რის გაკეთება შეუძლია ჩვენს სკოლას ხე-ტყის გადასარჩენად?
|
შეფასების გეგმა
|
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
პროექტის დასაწყისში
|
|
პროექტის გეგმის სრულყოფა
ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე ცხრილი. KWL
|
პროექტის მსვლელობისას
|
დისკუსია
ექსკურსია ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანაში.
ინფორმაციის მოძიება ჯგუფური მუშაობა პრეზენტაციებზე,
კვლევის ორგანიზება თანასკოლელებთან.
სლოგანებზე მუშაობის პროცესი.
მუშაობის პროცესის ფოტოებით ასახვა.
ბუკლეტების შექმნა.
|
დისკუსიის დამდგენი წესები.
უსაფრთხოების ქცევის წესები ქარხანაში ვიზიტისას.
ინფორმაციის მოძიების გზამკვლევის გაცნობა.
ჯგუფში მუშაობის წესების გაცნობა.
კითხვარის სია. (ეგრედ წოდებული ჩექლისტი)
ეფექტური პრეზენტაციის მომზადების წესები.
ეფექტური სლოგანის ფორმატის გაცნობა.
|
პროექტის დასრულების შემდეგ
|
ჯგუფური პრეზენტაციები.
მოსწავლეთა კვლევის შედეგების ჩვენება.,
მუშაობის პროცესის ფოტო-კოლაჟი.
სლოგანების კონკურის მოწყობა.
|
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
კვლევის შეფასების რუბრიკა/კვლევის ანალიზი.
სლოგანების შეფასების რუბრიკა.
ბუკლეტების შეფასების რუბრიკა.
რუბრიკა KWL
|
შეფასების მოკლე მონახაზი
|
რუბრიკით „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ განვსაზღვრავ მოსწავლეთა საჭიროებებს და დავსახავ სამომავლო მიზნებს, იმის გათვალისწინებით თუ რისი სწავლა სურთ მათ.
დისკუსიის დამდგენი წესებისა და ჯგუფში მუშაობის წესების ინსტრუმენტი დამეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარის განვითარებას.
უსაფრთხოების ქცევის წესები ქარხანაში ვიზიტისას და ინფორმაციის მოძიების გზამკვლევი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითრეგულირების უნარის განვითარებას.
ხოლო ეფექტური პრეზენტაციის მომზადების წესები და ეფექტური სლოგანის ფორმატის გაცნობა მოსწავლეებს განუვითარებს მეტაკოგნიტურ აზროვნებას.
კითხვარის სიით (ეგრედ წოდებული ჩექლისტით) მოვახდენ პროგრესის მონიტორინგს.
|
სხვა საკითხები
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს გააჩნიათ სათანადო ლექსიკური მარაგი, რათა განახორციელონ ინფორმაციის მოძიება, კვლევის ჩატარება თუ სლოგანების შექმნა ინგლისურ ენაზე, მოსწავლეები ფლობენ კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს რითაც შეძლებენ კვლევის დიაგრამისა და პრეზენტაციის ელექტრონულ ვერსიის შექმნას, მოსწავლეებს უკვე აქვთ ჯგუფში მუშაობის გამოცდილება. მოსწავლეებს გათვითცნობიერებული აქვთ ხეებს მნიშვნელობა გარემოსათვის.
|
სასწავლო პროცედურები
|
გონებრივი იერიშის მისატანად გამოვიყენებ კითხვებს :
|
|
რისთვისა და რამდენად ხშირად ვიყენებთ ქაღალდს საყოფაცხოვრებო თუ საგანმანათლებლო სფეროში?
|
როგორ და რისგან მზადდება ქაღალდი?
პრობლემის უკეთ გასააზრებლად ვუჩვენებ მოკლე ვიდეოს თუ როგორ მზადდება ქაღალდი და თავადვე ნახავენ თუ როგორ ჩანაგდება ხე-ტყე ფურცლის დასამზადებლად.
პრობლემაზე დაფიქრების მიზნით დავუსვამ შეკითხვას: “როგორ წარმოგიდგენიათ დედამიწა ხე-ტყის გარეშე? რა საფრთხეების წინაშე დავდგებით თუ ხე-ტყე გაიჩეხება?“ რაზეც გაიმართება დისკუსია.
ვესტუმრებით ქაღალდის მწარმოებელ ქარხანას, დავაკვირდებით თუ როგორ ხდება ფურცლის წარმოება და გავესაუბრებით კომპეტენტურ პირებს მაკულატურის გადამუშავების თაობაზე და მოსწავლეები თავადვე ნახავენ თუ როგორ მარტივად შეგვიძლია ავიცილოთ თავიდან ხე-ტყის გაჩანაგება ფურცლის გადამუშავებით.
პროექტის შემდგომი სამუშაოებების განსახორციელებლად მოვახდენ კლასის დაყოფას „ასოციაციური სიტყვების “ თამაშის მეთოდით.
თავადვე ნანახის და უკვე შეძენილი ცოდნის სხვებისთვის (თანასკოლელებისთვის, მშობლებისათვის) ეფექტურად გაზიარების მიზნით მოსწავლეები მოამზადებენ ჯგუფურად პრეზენტაციას თემაზე :თუ როგორ მზადდება ქაღალდი, როგორ იჩეხება ხე-ტყე მათ დასამზადებლად და რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დედამიწისთვის ქაღალდის გადამუშავებას
მოსწავლეთა მეორე ჯგუფი მოახდენს თანასკოლელთა გამოკითხვას შემდეგი კითხვებით: 1. რა ნივთებია ჩვენი ყოველდღიური მოხმარების სიაში? 2. რისთვისა და რამდენად ხშირად ვიყენებთ ქაღალდს საყოფაცხოვრებო თუ საგანმანათლებლო სფეროში? 3. ახდენენ თუ არა მაკულატურის შეგროვებას გადამუშავების მიზნით, მიღებული პასუხებით ააგებენ დიაგრამის ელექტრონულ ვერსიას.
ხოლო მოსწავლეთა მესამე ჯგუფს დაევალებათ საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა რათა მოვახდინოთ მშობელთა, პედაგოგთა და თანასკოლელთა ინფორმირება აღნიშნული პროექტის თაობაზე.
სამივე ჯგუფს დაევალებათ სლოგანების და მათი სლოგანის ამსახველი პოსტერების მომზადება რაც ხელს შეუწყობს დამსწრე საზოგადოების მოტივირებას მოახდინონ მაკულატურის მოგროვება.
სამივე ჯგუფი მუშაობის პროცესს ასახავენ ვიდო თუ ფოტო მასალაზე და პროექტის დასასრულს მოახდენენ აღნიშნული მასალის ფოტო და ვიდეო კოლაჟს.
|
|
დიფერენცირებული სწავლება
|
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
შევუდგენ მოდიფიცირებულ დავალებას, ჯგუფური მუშაობისას მას დავავალებ შეასრულოს ისეთი სამუშაოა რაც მას შედარებით უკეთ გამოდის, მაგალითად იგი გააფორმებს ვიზუალურად პროექტს, და გამოსდის რა მას უკეთ კომპიუტერთან მუშაობა ვთხოვთ ააწყოს გრაფიკული ცხრილი მისი თანაჯგუფელების გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, და ასევე მისი დავალების კალენდარი უფრო მეტ დროზე გადანაწილდება.
|
ნიჭიერი მოსწავლეები
|
ნიჭიერ მოსწავლეს დაევალება საპრეზენტაციო მასალის, სლოგანების, კვლევისთვის საჭირო კითხვარის გრამატიკული და ლექსიკური კორექტირება.
|
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტ კავშირი
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეო კონფერენციის მოწყობილობა
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
ბეჭდური მასალები
|
მიუთითეთ სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სასწავლო მასალები, მოთხრობები, ლაბორატორიული გზამკვლევები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
|
ინვენტარი/მასალები
|
პროექტორი, ფერადი მარკერები, დიდი ზომის ქაღალდ- ფორმატი, კომპიუტერი ვიდეო გადამღები.
|
ინტერნეტრესურსები
|
Google , YouTube, Power Point,
მიუთითეთ ვებმისამართები, რომლებიც დაგჭირდებათ პროექტის განხორციელებაში
|
სხვა რესურსები
|
თანასკოლელები, მშობლები, ვიზიტი ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხანაში,
|
No comments:
Post a Comment